Saturday, 30 June 2018

პროექტი სვანეთი-ზუგდიდი


   სსიპ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ისუნდერის საჯარო სკოლა
პროექტის სახელწოდება:ექვსკურსია მშობლიური მხარის გაცნობის და შესწავლის მიზნით იტორიულ სვანეთსა და სამეგრელოში
    პროექტიეს იდეა:იმის შემდეგ რაც შევისწავლეთ საქართველოს მხარეები ბუნების მცოდნეობაში,ისტორია, გეოგრაფია,ქართულში, ბავშვებს გაუჩნდათ სურვილი მოენახულებინათ საქართველოს ერთ -ერთი მხარე.არჩევანი ისტორიულ სვანერთსა და სამეგრელოზე შევაჩერეთ.ამ მხარეს აქვს მდიდარი ისტორიული წარსული მრავლად არის ისტორიული ძეგლები. სვანეთში ყოფნის პერიოდში ჩვენ 1500-2500 მეტრის სიმაღლეზე ვიქნებით. მაგრამ იქამდე უნდა მივიდეთ. გზა მთებისკენ იწყება ქალაქ ზუგდიდიდან, სადაც შესაძლებელი იქნება გავაკეთოთ პატარა შესვენება და დავათვალიეროთ მთავარი ადგილობრივი ღირშესანიშნაობა- ზუგდიდის მუზეუმი. წარსულში ყოფილი მეგრელი მმართველების - დადიანების სასახლე. აქ ინახება სამიდან ერთ-ერთი ნაპოლეონის ნიღაბი, რომელიც დამზადდა დაკრძალვამდე და კიდევ რამოდენიმე ბონაპარდისტების რელიქვია, რომელიც პრინცმა მიურატმა საქართველოში ჩამოიტანა.
როგორც კი სწორ, ასფალტიან გზას შეანაცვლებს მთიანი სერპანტინიანი გზა, ჩვენს წინაშე წარსდგება სვანეთის პირველი ღირშესანიშნაობა - გრანდიოზული ენგურჰესის დამბა, რომელიც მსოფლიოს ყველაზე დიდი დამბების რიცხვში შედის. 271.5 მეტრი სიმაღლეში და 728 მეტრი სიგრძეში. თავბრუდამხვევი სანახაობა, რომელიც ნაწილობრივ ფარავს მდინარე ენგურის თვალწარმტაც ხეობას და ამით ქმნის გამწვანებული მთებით შემოსაზღვრულ ულამაზეს წყალსაცავს. დაკვირვებისთვის სპეციალურად განკუთვნილი ადგილი საშუალებას მოგცემთ დატკბეთ ამ ულამაზესი ხედით და გადაიღოთ სურათები.
ახლა კი უშუალოდ, სვანეთი! ველური ბუნება, პატრიარქალური სოფლები და ძველი ტრადიციები კერპთაყვანისმცემლური ფესვებით. მესტია - მთიანი მხარის დედაქალაქია. ადგილობრივი ისტორიის და ეთნოგრაფიის სვანეთის მუზეუმი ისტორიული ექსპონატების დაძველებული ხელნაწერების ნამდვილი საგანძურია. პირველი გაცნობა სვანურ კულტურასთან დაიწყება სადილის დროს ორიგინალური სვანური სამზარეულოს უგემრიელესი კერძების გასინჯვით. თუ ჩვენმა მოგზაურობამ ძალიან არ დაგღალათ, სასტუმროში მოთავსების შემდეგ, შეიძლება საღამო მესტიაში გასეირნებისათვის გამოიყენოთ და ეს მაღალმთიანი მყუდრო ქალაქი უფრო სიღრმიესეულად გაიცნოთ.
პროექტში მონაწილე ასაკობრივი ჯგუფი:4,5,6,7,8,9,
მოსამზადებელი პერიოდი:ერთი კვირა
ექვსკურსიის მოწყობა: ორი დღე,
საჭირო რესურსები:ფოტო აპარატი, საექვსკურსიო რუკა,
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.ტრანსპორტი,წყალი,საკვები,მედიკამენტები და სხვა საჭირო ნივთები
პროექტი მოამზადა ისტორიის მასწავლებელმა:მარიკა მეგრელი


შეფასების რუბრიკა


  
                                         შეფასების რუბრიკა


შეფასების კრიტერიუმები
10-9 ქულა
8-7 ქულა
6-5 ქულა
4-1 ქულა
ახალი მასალის გაგება გააზერება
კარგად გაიგო გაიაზრა ახალი მასალა
საშუალოდ გაიგო ახალი მასალა
 ნაწილობრივ გაიგო ახალი მასალა
ვერგაიგო ახალიმასალა
პასუხები მასწავლებლის შეკითხვებზე
სრულყოფილად და დამაჯერებლად პასუხს სცემს ყველა კითხვა
პასუხობს კითვებს თუმცა დამაჯერებლობა აკლია
ნაწილობრივ პასუხობს კითხვებს
პასუხი არაა გამართული
მიაღწია მიზანს
სრულყოფილად მიაღწია მიზანს
თითქმის მიაღწია მიზანს
მიზანს ნაწილობრივ მიაღწია
მიზანს ვერ მიაღწია,ტუმცა იყო მცდელობა






პრეზენტაცია ალექსანრე მაკედონელი

https://drive.google.com/file/d/1bkLIOE2s5n9vNhfAdBow8MLTi9Aa_UWy/view?usp=sharing

სასწავლო პროექტის გეგმა


სასწავლო პროეტის გეგმა


ექსკურსიის სახელწოდება
,,დინოზავრების სამყაროში
ექსკურსიის ჩატარების ადგილი და დრო
სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი .01-06-2018
ექსკურსიის მთავარი იდეა
მოსწავლეები გამოიმუშავებენ გარემოსადმი სწორი დამოკიდებულების უნარ-ჩვევებს და მოახდენენ ცალკეულ საგნებში შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.
ექსკურსიის  აქტუალობა
ნებისმიერი ექსკურსია აძლევს ადამიანს ახალ ცოდნას ბუნებაზე, საზოგადოებაზე, ისტორიულ მოვლენებზე, .. წარმოადგენს სწავლის პროცესის ნაწილს. მოსწავლეები გადააბიჯებენ ათასწლეულებს, დაივიწყებენ ცივილიზაციას და დაბრუნდებიან პრეისტორიულ ხანაში, სადაც საოცრებები ელოდებათ. ურთიერთობა მასწავლებელთან, მისი რეკომენდაციები, შენიშვნები ახდენენ აღმზრდელობით ზეგავლენას მოსწავლეებზე. თვით შესასწავლი მასალა ზნეობრივად და ესთეტიკურად მოქმედებს ბავშვების ცნობიერებაზე. აქედან გამომდინარე, ექსკურსია ხდება პედაგოგიური პროცესის ნაწილი, რომელიც იღებს თავის თავზე ადამიანის განათლებისა და აღზრდის ფუნქციებს, მისი მსოფლმხედველობის ფორმირებას.
ექსკურსიის მიზნები
ხელი შეუწყოს გარემოსადმი სწორი დამოკიდებულების გამომუშავებას; ამა თუ იმ საკითხისადმი ინტერესის გაღვივებას; მოტივაციის ამაღლებას; საგანთა შორის ინტეგრაციას; გარემოზე დაკვირვების, ჯგუფური მუშაობის, სოციალური, კვლევითი   და თვითმართვის, დაგეგმვის  უნარების განვითარებას; ცალკეულ საგანში შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას; ინფორმაციის შეგროვებას;  ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას; მსოფლმხედველობისა და ქცევის ნორმების ჩამოყალიბებას; ,,საექსკურსიო წიგნიერების“ ჩამოყალიბება/განვითარებას.
მონაწილეთა ასაკი
8-9-10 წელი
მოსალოდნელი  შედეგები 
მოსწავლემ   შეძლო გარემოსადმი სწორი დამოკიდებულების გამომუშავება; ამა თუ იმ საკითხისადმი ინტერესის გაღვივება; მოტივაციის ამაღლება; საგანთა შორის ინტეგრაცია; გარემოზე დაკვირვების, ჯგუფური მუშაობის, სოციალური, კვლევითი   და თვითმართვის, დაგეგმვის  უნარების განვითარება; ცალკეულ საგანში შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება; ინფორმაციის შეგროვება; ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება; მსოფლმხედველობისა და ქცევის ნორმების ჩამოყალიბება; ,,საექსკურსიო წიგნიერების“ ჩამოყალიბება/განვითარება.
 საჭირო ძირითადი რესურსები
 ფოტოაპარატი, საკვები, წყალი, ერთჯერადი ჭურჭელი.
ექსკურსიის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
სასწავლო-შემეცნებით ვიზიტამდე
აქტივობა 1
მოსწავლეები გასვლამდე რუკაზე შეისწავლიან სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის ადგილს და დაადგენენ რელიეფს.
აქტივობა 2
მოსწავლეები ინტერნეტიდან მოიძიებენ ინფორმაციებს   სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის შესახებ. გაინაწილებენ დავალებებს.
პირველი ჯგუფი იმუშავებს-,,კარსტული მღვიმეები დასავლე საქართველოში“

მეორე ჯგუფი-,,სათაფლიის მღვიმე“ 
 
მესამე ჯგუფი-,,დინოზავრები“   

მეოთხე  ჯგუფი მოიპოვებს უნიკალურ ფოტომასალაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
ისინი ბუკების საშუალებით ერთმანეთს გაუზიარებენ ინფორმაციებს და თითოეული ჯგუფი განკუთვნილ დროს გააკეთებს საინტერესო პრეზენტაციას.
აქტივობა 3
მოსწავლეებს გავაფრთხილებ იმ აუცილებელი მასალების შესახებ, რომლებიც დასჭირდებათ ექსკურსიაზე, ექსკურსიის წინ ან ექსკურსიის შემდეგ. განსაზღვრავენ აუცილებელი ნივთების ნუსხას.
აქტივობა 4
მოსწავლეებმა უფროსების დახმარებით შეძლებენ მიმართულებისა და საწვავის ხარჯების დადგენას.
აქტივობა 5
მოსწავლეებმა უნდა ჩამოაყალიბონ ექსკურსიის განრიგი, რომელიც დროითი გეგმის შედგენის უნარების განვითარებას უწყობს ხელს.

სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტის დროს
აქტივობა 6
სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალში ვიზიტი
აქტივობა 7
მოსწავლეებს მივცემ დავალებებს, რომელიც მოითხოვს სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის ეკოსისტემის რამდენიმე ხილული პარამეტრის გამოკვლევას და კანონზომიერების დადგენას.

სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტის შემდეგ
აქტივობა 8
სკოლაში დაბრუნებული მოსწავლეები დაწერენ კვლევის მოკლე შემაჯამებელ ანგარიშს და შეაფასებენ თანაკლასელების ნამუშევრებს.
აქტივობა 9
სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტის დასრულების შემდეგ მოსწავლეებთან ერთად განვიხილავ შედეგებს-რა ნახეს ან მოისმინეს, რამდენად გასაგები და საინტერესო იყო ინფორმაცია. დავგეგმავთ მომდევნო ვიზიტებსაც.
ექსკურსიის ხელმძღვანელი
ისუნდერის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი მარიკა მეგრელი




პროექტი სვანეთი-ზუგდიდი

   სსიპ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ისუნდერის საჯარო სკოლა პროექტის სახელწოდება:ექვსკურსია მშობლიური მხარის გაცნობის და შესწავლის მიზნ...