სსიპ ცაგერის
მუნიციპალიტეტის სოფელ ისუნდერის საჯარო სკოლა
პროექტის სახელწოდება:ექვსკურსია მშობლიური მხარის გაცნობის
და შესწავლის მიზნით იტორიულ სვანეთსა და სამეგრელოში
პროექტიეს
იდეა:იმის შემდეგ რაც შევისწავლეთ საქართველოს მხარეები ბუნების მცოდნეობაში,ისტორია,
გეოგრაფია,ქართულში, ბავშვებს გაუჩნდათ სურვილი მოენახულებინათ საქართველოს ერთ -ერთი
მხარე.არჩევანი ისტორიულ სვანერთსა და სამეგრელოზე შევაჩერეთ.ამ მხარეს აქვს მდიდარი
ისტორიული წარსული მრავლად არის ისტორიული ძეგლები. სვანეთში ყოფნის პერიოდში ჩვენ 1500-2500 მეტრის სიმაღლეზე ვიქნებით. მაგრამ იქამდე უნდა მივიდეთ. გზა მთებისკენ იწყება ქალაქ ზუგდიდიდან, სადაც შესაძლებელი იქნება გავაკეთოთ პატარა შესვენება და დავათვალიეროთ მთავარი ადგილობრივი ღირშესანიშნაობა- ზუგდიდის მუზეუმი. წარსულში ყოფილი მეგრელი მმართველების - დადიანების სასახლე. აქ ინახება სამიდან ერთ-ერთი ნაპოლეონის ნიღაბი, რომელიც დამზადდა დაკრძალვამდე და კიდევ რამოდენიმე ბონაპარდისტების რელიქვია, რომელიც პრინცმა მიურატმა საქართველოში ჩამოიტანა.
როგორც კი სწორ, ასფალტიან გზას შეანაცვლებს მთიანი სერპანტინიანი გზა, ჩვენს წინაშე წარსდგება სვანეთის პირველი ღირშესანიშნაობა - გრანდიოზული ენგურჰესის დამბა, რომელიც მსოფლიოს ყველაზე დიდი დამბების რიცხვში შედის. 271.5 მეტრი სიმაღლეში და 728 მეტრი სიგრძეში. თავბრუდამხვევი სანახაობა, რომელიც ნაწილობრივ ფარავს მდინარე ენგურის თვალწარმტაც ხეობას და ამით ქმნის გამწვანებული მთებით შემოსაზღვრულ ულამაზეს წყალსაცავს. დაკვირვებისთვის სპეციალურად განკუთვნილი ადგილი საშუალებას მოგცემთ დატკბეთ ამ ულამაზესი ხედით და გადაიღოთ სურათები.
ახლა კი უშუალოდ, სვანეთი! ველური ბუნება, პატრიარქალური სოფლები და ძველი ტრადიციები კერპთაყვანისმცემლური ფესვებით. მესტია - მთიანი მხარის დედაქალაქია. ადგილობრივი ისტორიის და ეთნოგრაფიის სვანეთის მუზეუმი ისტორიული ექსპონატების დაძველებული ხელნაწერების ნამდვილი საგანძურია. პირველი გაცნობა სვანურ კულტურასთან დაიწყება სადილის დროს ორიგინალური სვანური სამზარეულოს უგემრიელესი კერძების გასინჯვით. თუ ჩვენმა მოგზაურობამ ძალიან არ დაგღალათ, სასტუმროში მოთავსების შემდეგ, შეიძლება საღამო მესტიაში გასეირნებისათვის გამოიყენოთ და ეს მაღალმთიანი მყუდრო ქალაქი უფრო სიღრმიესეულად გაიცნოთ.
პროექტში მონაწილე ასაკობრივი ჯგუფი:4,5,6,7,8,9,
მოსამზადებელი პერიოდი:ერთი კვირა
ექვსკურსიის მოწყობა: ორი დღე,
საჭირო რესურსები:ფოტო აპარატი, საექვსკურსიო რუკა,
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.ტრანსპორტი,წყალი,საკვები,მედიკამენტები
და სხვა საჭირო ნივთები
პროექტი მოამზადა ისტორიის მასწავლებელმა:მარიკა მეგრელი